Home დღეს

თბილისის „მეტროპოლიტენი“ 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს – მერიის განცხადება

235
0

თბილისის „მეტროპოლიტენი“ 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს – ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელეს.

სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

“მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია ინფორმაციაში.