Home დღეს

“მე, შაქარაშვილი და ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე მიმავალი ხიდის მიმართულებით…” – ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

2054
0

შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი მიმხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ჰყვება. ამირხანაშვილმა დეტალებზე “კურიერთან” ექსკლუზიურად ისაუბრა.
გურამ ამირხანაშვილის თქმით, შაქარაშვილი მან ბოლოს ვახტანგ ახვლედიანთან ერთად ნახა, როგორ გარბოდნენ ისინი ხიდის ქვეშ არაგვის მიმართულებით, ამ დროს კი მას “ტოიოტას” მარკის ავტომობილით მისდევდნენ.

“მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე მიმავალი ხიდის მიმართულებით. დავინახეთ, რომ შავი ფერის მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პირი და გამოგვეკიდა. მე, შაქარა და ვახტანგი გავიქეცით უკან. გადავირბინეთ თითქმის გზის დიაგონალი. შაქარა მირბოდა წინ, შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და შემდეგ მივყვებოდი მე. გიორგიმ და ვახტანგმა ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მე გვერდით გავიქეცი. გზის გვერდით დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი ამ მიმართულებით.

მანქანაში მეშვიდე ვიყავი და წამოვედი თბილისის მიმართულებით, ვითხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინათ, რადგან შაქარა მომეძებნა, მკითხეს, თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი მანქანიდან, მიზეზი დავუმალე, შემეშინდა. მანქანა არ გამიჩერეს,”- ამბობს ჩვენებაში გურამ ამირხანაშვილი.