Home დღეს

სისხლიანი დაპირისპირება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში – დაჭრილია 30 წლის ახალგაზრდა

607
0

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის ჩხუბისას მამაკაცი დაიჭრა.

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მულცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული, ის გვიან ღამით კლინიკა “გორმედში” შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა, რომელსაც ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.