Home დღეს

სისხლიანი ღამე გურჯაანში – დეტალები

268
0

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში – 39 წლის მამაკაცის მკვლელობისა და 30 წლამდე ახალგაზრდის დაჭრის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მოკლულ შოთა მაზმიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა.

დაჭრილს კი ტყვია ყელში აქვს მოხვედრილი. ის “ჯეოჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ შოთა მაზმიშვილსა და მის მეგობარს, ანზორ მოსესოვს ცეცხლი საკუთარმა თანასოფლელმა გაუხსნა. ისინი ამბობენ, რომ მეგობრები ერთად ქეიფობდნენ მოსესოვის სახლში, საიდანაც სოფლის მაღაზიაში გავიდნენ, სადაც მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მკვლელი, სავარაუდოდ, ჯერ დაკავებული არ არის, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამჟამად ეძებენ. საქმე ორი მუხლითაა აღძრული, განზრახ მკვლელობა და განზრად მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.