Home დღეს

ფეხბურთელის ბურუსით მოცული სიკვდილი: “გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენა არ უნდა” – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

612
0

ქართულ სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენა არ სურს – ამ სკანდალური განცხადების ავტორები 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები არიან.

მეტიც, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ქართულ სასამართლო სისტემას არ ენდობიან და მისი გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებენ.

“ყველაფერი, რაც ამ საქმეში ხდება, ხდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს და ვიღაცამ დაანახოს საზოგადოება, რომ აი, გამოძიება ჩატარდა და დაკავეს 17 მოძალადე. მე ვერ ვხედავ ამ საქმეში ვერანაირ ნაბიჯს, რომ გამოიკვეთოს, რა დაემართა გიორგი შაქარაშვილს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ არასრულწლოვნის ინტერესები არ გაითვალისწინა და ისე დატოვა იგი პატიმრობაში.

გიორგი გელხაური აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს პოლიციის მხრიდან ძალადობის კვალი აღენიშნება.

“ჩვენების მიღებისას იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს დადგენილია და ამასთან დაკავშირებით დეტალური ჩვენება აქვს მიცემული არასრულწლოვანს და მის მამას. მოთხოვნა იყო ასეთი, რომ მას უნდა დაენახა სად გაიქცა შაქარაშვილი და ვინ გაჰყვა მას. ამაზე მან განუცხადა, რომ ეს დეტალები არ იცოდა და იძულების წესით დააწერინეს, რომ შაქარაშვილი გარბოდა ხიდის ქვეშ”, – აღნიშნავს გელხაური.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.