• ხუთ. სექ 23rd, 2021

“დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან” – ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

თბი­ლის­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

“ტვ პირ­ველს” გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ 26 წლის ყა­ზა­ხი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლის წინ ჩა­მო­ვი­და და ერთ-ერთი ყა­ზა­ხურ-ქარ­თულ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

ის თბი­ლის­ში მისი ნა­თე­სა­ვის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და და თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ მათ­თან ცხოვ­რობ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო ნა­თე­სა­ვის მე­უღ­ლის მხრი­დან.

ამის შემ­დეგ გო­გო­ნამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ეც­ვა­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას ქი­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, სახ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შეს­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრო­მელ­მა, 50 წლის მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც გო­გო­ნას გუ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მო­ი­პო­ვა ასე­ვე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც გო­გო­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ნა­თე­სავს გა­და­უგ­ზავ­ნა. “ტვ პირ­ვე­ლის” ცნო­ბით, ჩა­ნა­წერ­ში ის­მის მუ­ქა­რა 50 წლის მა­მა­კა­ცის მხრი­დან, გო­გო­ნა კი მას უმე­ო­რებს რომ აპი­რებს თვით­მკვლე­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე ბ.თ.-ს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რუდ­გი­ნა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 მა­ისს, თბი­ლის­ში, ბ.თ. -მ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ა.ა. გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. ბ.თ.-ს ქმე­დე­ბის შე­დე­გა­დაც მძი­მე ფსი­ქო-ტრამ­ვულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ა.ა. მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.თ. 6 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, მსხვერ­პლი­სად­მი მუ­ქა­რით მისი პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დამ­ცი­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.