• ხუთ. სექ 23rd, 2021

”იმედი მაქვს ბევრნი მომილოცავთ, იცოდეთ პატარა ბავშვივით მიხარია” – ნუკი კოშკელიშვილი სოც ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს (ფოტო)

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი დღეს იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად იტყობინება და ფოტოსაც აქვეყნებს. აი რას წერს ნუკი, მოდელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

”მგონი გითხარით შარშან 30 წლის რომ გავხდი, რომ უკან უკნ ვაპირებ წასვლას წელს ვიტყვი რომ 29 წლის ვარ ასე 25-მდე მივალ მერე ისევ მოვიმატებ, უცნაური დღეა ჩემი დაბადების დღე ..ბავშობაში მიყვარდა ძალიან მერე რომ გავიზარდე უფრო მაინტერესებდა აბა ვინ მომილოცავს წელს და თუ ბევრი მილოცავდა ან ვინმე ქრაში მილოცავდა ხო საერთოდ ის დღე ძალიან მაგარი იყო.

ახლა მერიდება, ასე მგონია უხერხულია ყველა მხოლოდ შენ რომ გილოცავს, მინდა ხოლმე საპასუხოდ მეც მივულოცო რამე.
შარშან ამ დროს მხოლოდ ჩანასახში მქონდა კოსმეტიკის გაკეთება, მოლაპარაკება მიდიოდა მაგრამ რეალურად არ მიმაჩდა, სისულელეა თქო ვიძახდი, გამორიცხულია გამოგვივიდეს, გამორიცხულია ეს ტექნოლოგი ადგეს წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიიდან წამოვიდეს და ჩვენთან დაიწყოს მუშაობა. გამორიცხულია ასე ყველა ტესტირება გავიაროთ, გამორიცხულია ეს, გამორიცხულია ის… არასდროს არ თქვათ არასდროს!!!! დაისახეთ მიზანი და არ გადაუხვიოთ, მთავარია რაღაც ძალიან გინდოდეთ, ცხოვრებას, სიცოცხლეს, სიხარულს, წარმატებას ასაკი არ აქვს. იცოდეთ შეიძლება იყო 70-ს და გახდე ცნობილი მოდელი, იყო 17-ს და იყო მეცნიერი. გჯეროდეთ თქვენი თავის. დიდი მადლობა თითოულ ჩემ გამომწერს/მეგობარს ვინც ეს წელი ჩემთან იყო, უზომოდ გაფასებთ, მადლობა.
იმედი მაქვს ბევრნი მომილოცავთ, იცოდეთ პატარა ბავშვივით მიხარია” – წერს ნუკი.