• ხუთ. სექ 23rd, 2021

“სამარცხვინო ადამიანები!!! რამდენიმე საათის წინ უცნობი ქალბატონი დამიკავშირდა საქართველოდან…” – რას წერს ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“სამარცხვინო ადამიანები!!!
რამდენიმე საათის წინ უცნობი ქალბატონი დამიკავშირდა საქართველოდან, რომელსაც 18 წლის ქალიშვილი ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული. ბუნებრივია ასეთი სატელეფონო ზარები ჩემთვის უცხო არ არის, რომ არა აღშფოთებული დედის უცნაური ხვეწნა მუდარა…

რომ გაყიდეს სახლი და სამკურნალო თანხა ბოლომდე ვერ შეაგროვეს. ამიტომ საგარანტიოდ მთავაზობს მიწის ნაკვეთს, რადგან დრო არ ითმენს და ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ვუსმენ გაოგნებული და ვერ ვხვდები ვერაფერს. ვთხოვ განმარტებებს და ვუსვამ შესაბამის კითხვებს… აღმოჩნდა, რომ ჩემთან შუამდგომლობაში, ერთ ერთმა ჩემმა შორეულმა ნათესავმა ისარგებლა

მომენტით და ოჯახს მოსთხოვა სოლიდური თანხა შვლის გადარჩენის სანაცვლოდ. თავად ” ნათესავი” რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ახლო მეგობრის ოჯახს სჭირდებოდა დახმარება, რაზეც ჩემგან თანხმობა მიიღო. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყველას გაფრთხილებთ: ჩემი კოორდინატები კომუნიკაციისთვის საჯაროა. არავის არ გჭირდებათ შუამავალი. მე და ჩემი ფრანგი კოლეგები უფასოდ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და სანაცვლოდ არ ვიღებთ არანაირ

გასამრჯელოს. ეს ერთად ერთი საშუალება მაქვს უცხო ქვეყნიდან, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გავუწოდო დახმარების ხელი და ვიღაც გარეწრები ხელის მოთბობაზე ფიქრობენ! ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო ადამიანი, სოლიდური თანხა გამოსძალო ვინმეს, გამოუშვა ჩემთან და იმის იმედი გქონდეს, რომ ეს ჩემს ყურამდე არ მოვა?!”, – წერს სულაშვილი სოციალურ ქსელში.