• ხუთ. სექ 23rd, 2021

“ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში” – ნინო წილოსანი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტი ძალადობრივ

რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება,

ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის.