• ხუთ. სექ 23rd, 2021

“ცრემლებს ვერ ვიკავებდი… როგორ შეუნახავს მედალიონი, როგორ სდომებია შინ დაბრუნება” – მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი სია ქერჩიდან

ხან­მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ, AMBEBI.GE გა­ნაგ­რძობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. ახ­ლა­ხან ქერ­ჩის სა­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ.

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქერჩში გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე მე­და­ლი­ო­ნი, რომ­ლის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი ქერ­ჩის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ტა­ლია ძი­უ­ბამ მო­მა­წო­და… ამ­დე­ნი ხა­ნია ჩარ­თუ­ლი ვარ ამ საქ­მე­ში და ასე­თი რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია – ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი… რო­გორ სკრუ­პუ­ლო­ზუ­ლად, ყუ­რა­დღე­ბით შე­უ­ნა­ხავს მე­და­ლი­ო­ნი. რო­გორ გუ­ლით სდო­მე­ბია შინ დაბ­რუ­ნე­ბა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ახ­ლობ­ლე­ბი გა­მო­უჩ­ნდე­ბი­ან და მის ნეშტს სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ…

“მისი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია – ივა­ნე პორ­ფი­რეს ძე ბე­რი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ია­ნე­უ­ლი. სახ­ლის მი­სა­მარ­თი; თბი­ლი­სი, და­სავ­ლე­თის ქუჩა, #13, მე­უღ­ლე ქეთო ბე­რი­ძე (კვი­ცა­რი­ძე). გა­იწ­ვი­ეს ლე­ნი­ნის რა­ი­ო­ნი­დან. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, ქერჩში, ყი­რი­მის სა­ზღვარ­თან. მისი ვი­ნა­ო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და მე­და­ლი­ო­ნის მი­ხედ­ვით. მისი ნეშ­ტის გა­დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია” – ამ­ბობს სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

ის ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბა ნო­ვო­რო­სი­ის­კში, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნა იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს აქამ­დე ერთი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ – “და­კარ­გუ­ლია უგზო-უკვლოდ!”

არა­და, ზოგი მათ­გა­ნი, თუ სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვებს ან ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში და­ხუ­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს არ ჩავ­თვლით, რუ­სე­თის ან სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქა­ლა­ქე­ბის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე იყო დაკ­რძა­ლუ­ლი, ზედ წარ­წე­რით. თუმ­ცა, ოჯა­ხებს ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ.

“უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლის გვარ-სა­ხელს გა­და­ვა­წყდი და­ფებ­ზე და ამო­ვი­წე­რე. ვიცი, რომ ისი­ნი დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან” – ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ მათ გვარ-სა­ხე­ლებს და აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მათი ნეშ­ტის გა­დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­ერ­თო საფ­ლა­ვი ჰქონ­დათ.

მი­ხე­ილ ივა­ნეს ძე ჩეხ­ნოშ­ვი­ლი (ან ჭეხ­ნოშ­ვი­ლი), და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, ხო­დის­ტოვ­კის ჩიხ­ში, #10. პრო­ფე­სი­ით მძღო­ლი. შემ­დე­გი მი­სა­მარ­თი, 21 ბა­ქო­ე­ლი კო­მის­რის ქუჩა, მე­უღ­ლე – გე­ნია ავა­კუ­მის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა ომში.

თე­ო­დო­რე პარ­მე­ნის ძე მამ­ფო­რია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1893 წელს, წუ­ლუ­კი­ძის (ხონი) რა­ი­ონ­ში, ენ­გელ­სის ქუჩა #5, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 18 ივ­ლისს ნო­ვო­რი­სი­ის­კში. მე­უღ­ლე – სო­ფია გი­ორ­გის ასუ­ლი.

ევ­გე­ნის პავ­ლეს ძე ყე­ლაშ­ვი­ლი (ან ხე­ლაშ­ვი­ლი), და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხევ­ში. გვარ­დი­ის სერ­ჟან­ტი. მსა­ხუ­რობ­და 55 შტაბ­ში.

სტე­ფა­ნე ვახ­ტან­გის ძე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს წელს, ხა­შურ­ში, ბე­რი­ას ქუ­ჩის #9-ში, მე­უღ­ლე – ნინა ვლა­დი­მი­რის ძე ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხელ­თუ­ბა­ნი­დან.

კონ­სტა­ტი­ნე ეგ­ნა­ტეს ძე ბა­კუ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს, სო­ხუმ­ში. ბა­ტა­რე­ის და­სახ­ლე­ბა, # 198. მე­უღ­ლე – იუ­ლია სე­მი­ო­ნო­ვა.

იაშა ან­ტო­ნის ძე აბუ­ლა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, ქუ­თა­ის­ში, სო­ფელ კუ­ახ­რი­ში. 1938 წლი­დან იყო, უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი, ნა­წი­ლის მე­თა­უ­რი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 17 სექ­ტემ­ბერს.

რა­შიდ ვახ­რი­მა­ნის ძე პეტ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, ბა­თუმ­ში, ხუ­ლოს ქუჩა # 7. მე­უღ­ლე ბა­ბი­ლი­კა ივა­ნეს ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 27 სექ­ტემ­ბერს.

სე­მი­ონ სპი­რი­დო­ნის ძე ტუ­რძე­ლა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1893 წელს. ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზნაკ­ვა­ში. მე­უღ­ლე ვა­ლენ­ტი­ნა ლუ­კას ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 19 ივ­ლისს ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად.