• ხუთ. სექ 23rd, 2021

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ მიიღეს
გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით მიიღეს, ხმები კი ასე გადანაწილდა: მომხრე: 54.72% (232 ხმა), წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა).

კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.