• ხუთ. სექ 23rd, 2021

ნინო თომაძე: ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურ ძალას ემსახურება, ჟურნალისტი კი არა დაქირავებული რუპორია

ისტორიკოსი ნინო თომაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციის  დინამიკას რომ ვაკვირდები, მათ, პრაქტიკულად, მხარდამჭერები აღარ ჰყავთ, ასი კაცი ძლივს გამოჰყავთ აქციებზე, თანაც ეს ხდება საკმაოდ დიდი

 მედიადაფინანსების, ტროლების, ბოტების და ჟურნალისტურ-პოლიტიკური დემაგოგია-აქტიურობის ფონზე.

ფაქტია, რომ “ნაციონალურ-ოპოზიციური” ნარატივი დასავლურ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, საჯააროობაზე, ეკონომიკურ სასწაულზე კარიკატურის დონეზეა გამარგინალებულ – გაშარჟებული, ამას ხალხი ცინიკურად უყურებს. ისიც ნათელია, რომ ჟურნალისტი, რომელიც

პოლიტიკურ ძალას ემსახურება, ჟურნალისტი კი არა დაქირავებული რუპორია (რაც ამაზრზენია). 
ამის პარალელურად, კატასტროფულად იზრდება!!! ზოგადად ქართული პოლიტიკისადმი

ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი,რომლებიც ვერ პოზიციასა და ვერც ოპოზიციაში ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს. უმრავლესობა სწორედ ეს ადამიანები არიან.
და ეს არის საშინელება”.