• ხუთ. სექ 23rd, 2021

„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“ – სახალხო დამცველი

„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები“, – აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია საჯარო პირების თვალთვალი და მათ ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა.

„დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას

ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და

იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, ნინო გიორგობიანმა დღეს სოციალური ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღწერილია თუ როგორ იმყოფება მედიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის

მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებდნენ და მათ ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.