ქართველ “კანონიერ ქურდს” 3,2 მილიონი დოლარი უპოვეს – თანხა ქურდული საერთოსთვის იყო განკუთვნილი

უკრაინის პოლიციამ ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო. 

უკრაინული გამოძიების ცნობვით, აღნიშნულ თანხას, ერთი ადგილობრივი და ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ განკარგავდნენ.

თანხის ამოღება იმ სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რა დროსაც კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად „ლაშა სვანი“ დააკავეს.  

 სხვადასხვა ვალუტაში დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად ასევე ამოღებულია ძვირადღირებული მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღები და სამკაულები.

Previous post „ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სოციალურ ქსელზე იყო დამოკიდებული“ – რატომ არ აქვს ჭოლას მობილური ტელეფონი
Next post “საბედისწერო ბოლო ზარი…” – ნახეთ ვინ არის სკოლის მოსწავლე გოგონა რომელმაც ბოლო ზარზე თავი ჩამოიხრჩო