• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ჩინეთში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამანგრეველი სტიქიის ეპიცენტრი 12 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.  მაშველებმა ნანგრევებიდან 9 დაშავებული ამოიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, მიწისძვრის შედეგად დაინგრა გზა და ჩამოიშალა მიწა, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა ზოგიერთ ადგილას შეჩერებულია.

სტიქიის ზონაში მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიწისძვრის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.