• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

მოიხსნება თუ არა დარჩენილი შეზღუდვები – რა დამოკიდებულება აქვს პაატა იმნაძეს?

„მართალია, პიკი გადავიარეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეში კორონავირუსის 1 000 შემთხვევა გვაქვს. საქართველო ჯერ კიდევ ოცეულშია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მაღალია 100 ათას მოსახლეზე ავადობა”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ისეთი ვითარება არ არის, რომ ვთქვათ, ყველა შეზღუდვა მალე მოიხსნება.

„ასე რომ, ჯერ ისეთი ვითარებაც არ არის, რომ ვთქვათ, მორჩა კორონა და მოვეშვათ. მესმის, დაცხა, ძნელია გარე სივრცეში პირბადით სიარული, მაგრამ, რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. ყველას უნდა გვესმოდეს, 1 000 ადამიანი რომ ავად ხდება, ნიშნავს, რომ ათი მაინც გარდაიცვლება. ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.