• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

მამაკაცმა 5 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა, მას 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით კაცს, რომელსაც ბავშვზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალადა, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

როგორც უწყება წერს, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირმა ისარგებლა 5 წლის ბავშვის ასაკობრივი უმწეობით და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდაინა.

„სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“ – ამბობა უწყება.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.