• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

საქართველოს 6 მოქალაქე საბერძნეთში ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ბინების ძარცვის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა,  მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 ათას ევროს აჭარბებს.

დაკავებულთა უმრავლესობას, ასევე ოფიციალური ცნობით, მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი ადრეც აქვთ წაყენებული.

როგორც ბერძნული მედია წერს, დამნაშავეები ჯგუფურად მოქმედებდნენ და თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ჰქონდა.

დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. ჩხრეკისას ამოიღებულია დიდი რაოდენობით სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ალკოჰოლური სასმელი, მობილური ტელეფონები, ქვითრები, ფულადი გზავნილების ბარათები, ავტომობილები და თანხა.