• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

“ეს გორსალა ნახეთ რაა, ჩემმა ქებამ როგორ აწყინა” – რუსუდან მუმლაძე ინდირა ჯგერენაიაზე

რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში ინდირა ჯგერნაიას პასუხობს:

“ნუ, რომ გაიძულებს ადამიანი გათქმევინოს… ეს გორსალა ნახეთ რაა, ჩემმა ქებამ როგორ აწყინა. მე რომ ნერვები მეშლებოდა, მაშინ მის მიმართ ჟიურის სნობურ მიდგომაზე, “ჯეოსტარის” ქასთინგებზეც და კონკურსშიც. (აიყვანეს, მაგრამ ვაი იმ აყვანას.) სიმღერასაც რომ უწუნებდნენ, თან ძაან რომ ეგოიმებოდათ, სახეზე ეწერათ და “მჟავე” სახეებით მიუგდებდნენ ხოლმე შეფასებებს. თავად კი, მისი ჭროღა თვალებით გამწარებული იგერიებდა მათ სნობიზმს! ნუ, ჩემი სამართლიანობა არ მაძლევს უფლებას არ ავღნიშნო, რომ მაშინაც კარგად მღეროდა და ახლაც! ალბათ, მერე 10 000 ლარმა, რომელიც მერე გადასცეს, შეაცვლევინა აზრი! მოკლედ, ისე “მოინდომა”, ჟიურის მაშინდელი მიდგომა მის გორსალობაზე, მეც გამაზიარებინა… ოჰ ია, რამ მოგაფიქრა ეს “რუსოს ლახვარი?! ” მაგას არ მოხვდა, თუმცა პირიქით, ხო ხედავ, აქეთ მომართა! გორსალას ვერ შეცვლი რა!”.

ინდირა ჯგერენაია რამდენიმე დღის წინ რუსუდან მუმლაძის დადებით შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი წარმატება მარინა ბერიძის დამსახურებაა.

“მადლობა ქალბატონო რუსუდან კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ იმ ქალის დამსახურებაა”, – წერს ჯგერენაია.