„მალე მეორე შვილი გელოდება“ – გიორგი გასვიანს გადაცემის სტუმარმა მოულოდნელი ამბავი აცნობა

შენ გელოდება მეორე შვილი მალე, – სასიხარულო ინფორმაცია „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანს, გიორგი გასვიანს სტუმარმა, ექსტრასენსმა ცირა კუპრაშვილმა ეთერში გაუმხილა.

გიორგი გასვიანის თქმით, მანამდე, ექსტრასენსის თითოეული წინასწარმეტყველება უკვე ახდა.

„ჩემთვის ბევრჯერ მოგიწერიათ სოციალურ ქსელში რაღაცები, რაც ახდა. ახალი სეზონი რომ დაიწყო მითხარით, რომ დიდ სიახლეს ელოდე, მერე იყო უცებ „სიცრუის დეტექტორი“, ნოე სულაბერიძემ დამირეკა. რაღაცებს მწერს ხოლმე ცირა და 100%-ით ხდება, შეიძლება ზუსტად არც მითხრას, მაგრამ პერიოდულად ბიძგს მაძლევს, მეუბნება, ახლა დაელოდე, რაღაც კარგი იქნება, ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია“, – განაცხადა გასვიანმა.

ცნობისთვის, გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი პატარა გალას მშობლები რამდენიმე თვის წინ გახდნენ.

Previous post VIDEO: „ზეადამიანურად რთულ პირობებში ვართ, მაგრამ გამარჯვება ჩვენი იქნება” – „აზოვსტლის” მებრძოლთა მეთაური
Next post სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 200 ლარამდე გაიზრდება – რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?