რა სთხოვა კახა ბენდუქიძემ სიკვდილის წინ შვილს, ანასტასია ბენდუქიძეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფიგურას, კახა ბენდუქიძეს მისი შვილი ანასტასია ბენდუქიძე იხსენებს. მისი თქმით, როცა მამა მის გვერდით იყო, სათანადოდ ვერ აფასებდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, “რა განძი დაკარგა”.

ანასტასია საუბრობს 5 პუნქტზე, რომლის შესრულების პირობა კახა ბენდუქიძემ გარდაცვალებამდე ჩამოართვა.

„ვფიქრობ, რა არაჭკვიანი ადამიანი ვიყავი კახასთან ყოფნის დროს. მგონი, ვერ ვგრძნობდი, რამდენი საინტერესო რაღაც შეიძლებოდა მეკითხა.  იყო მამა, რაზე უნდა დავლაპარაკებოდი. ახლა ვფიქრობ, რაღაც დებილობაზე ვლაპარაკობდით. ახლა ვფიქრობ, ვაიმე, ნასტია, როგორ, როგორ… მე მქონდა ხელში ოქრო და აღარ მაქვს. 

საერთოდ არ ვიყავი იმ ცხოვრებისთვის მზად, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი რომ გავხდი, ასევე, „ცოდნის ფონდის“ დირექტორი. 

მამა 5 რაღაც მთხოვა, რაც უნდა გავაკეთო ცხოვრებაში: უნდა ვიყო გამხდარი; უნდა ვისწავლო ქართული ენა; უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, იმიტომ, რომ ჩემი უნივერსიტეტი არ მოსწონდა (King’s College London), რომელიც არის მსოფლიოში ტოპ-25 უნივერსიტეტს შორის და არაო; მეოთხე, მე უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც უნდა გავავითარო და ბოლოს, ვიცხოვრო ბედნიერად.“ – განაცხადა ანასტასიამ „ბაიასთან“.

Previous post მსოფლიოში DDoS-შეტევების რაოდენობა დახანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა 
Next post ის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია – ნანა კაკაბაძე