“თურქმენეთში ქალებს საღამოს 8 საათის მერე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს, დრო ქალების სასარგებლოდ არ მუშაობს” – რას წერს ბაია პატარაია?

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ქალთა უფლებების შესახებ წერს.

“თურქმენეთში ქალებს ფრჩხილზე შილაკი, ჯინსის შარვლები და საღამოს 8 საათის მერე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს, ამერიკაში კი აბორტის უფლებას ზღუდავენ…


მოკლედ, დრო ქალების სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთადერთი, რაც ქალების სასარგებლოდ მუშაობს ქალთა შეუპოვარი ბრძოლაა! ბრძოლა სჭირდება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების მოპოვებას, არამედ მიღებული უფლების შენარჩუნებასაც კი.

ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით! და დაუღალავად ვიშრომებთ ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში! (და არა მხოლოდ აქ და არა მხოლოდ ვიშრომებთ).
ქალების ძალა ერთიანობაშია, ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა! ეს უნდა ვასწავლოთ ყველა გოგოს! თუ ქალები არ მივატოვებთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერს შევძლებთ!

We can do it!
“დაო, დითა ხარ ძლიერი”, – წერს ქალთა უფლებების დამცველი.

Previous post ის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია – ნანა კაკაბაძე
Next post „სულ „მშიერი“ ვარ მაგ კუთხით, ვეძებ მეორე ნახევარს“ – ბორის ბედია