
„ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა არის უკიდურესი სიმდაბლე“ – ნანა გეგეჭკორი ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ფაქტს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება და ბავშვებს მიმართავს.
„ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, რა გინდა, რა მიზეზით, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა სოციალური, ეკონომიური ან გარეგნული პრივილეგიით, არის უკიდურესი სიმდაბლე.
როცა სხვას დასცინით, სინამდვილეში თვითონ ხართ სულელის როლში. სხვაზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ბულინგით საკუთარ თავზე ჰყვებით უსაზიზღრეს ისტორიას. რა შორსაც უნდა გაიჭრათ წინ, კარიერურ-ფინანსურად, თუ სულიერ არსებებზე ძალადობთ, არარაობები ხართ. ასეთი არარაობები ვერასდროს ვერაფერს ქმნიან ღირებულს.
ნურასდროს იძალადებთ სულიერ არსებებზე. როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოსახვაში როლები გაუცვალეთ და წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით მათ ადგილას. ადამიანები ველურ მტაცებლებად არ იბადებიან. ისინი ერთმანეთს ქმნიან ასეთებად.
უკვე ვრცელდება პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტეხასში მომხდარი ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არაერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი. თქვენ ჰბადებთ ერთმანეთში ველურ მტაცებლებს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ თვითონვე შეიძლება აღმოჩნდეთ სასიკვდილო საფრთხის წინაშე.
ბავშვებო, ნუ გაიხდით ძალადობას ცხოვრებისეულ რუტინად!“ – წერს გეგეჭკორი.
More Stories
იყიდე და იბატონე: კომპანიის ქსელზე წვდომა დარკვებზე 2000 დოლარად იყიდება
თბილისი, 28 ივნისი. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა შავ ბაზარზე თითქმის 200 რეკლამა გაანალიზეს იმ ინფორმაციის გაყიდვის შესახებ, რომელიც აუცილებელია კომპანიების ინფრასტრუქტურაზე...
VIDEO: ხატია ბუნიათიშვილი იუბილარია – ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს პიანისტი
მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი იუბილარია. მას დღეს 35 წელი შეუსრულდა. ხატიას დღევანდელი დღე ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე თავისმა გუნდმა სპეციალური ვიდეოთი...
„მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან საწყენია…” – გიორგი უშიკიშვილი მოსწავლის გარდაცვალებაზე
"ყველანი მიყვარხართ მეგობრებო" - ასე დაემშვიდობა ლევან კბილაშვილი ამიერ ცხოვრებას... 5 დღის წინ, 15 ივნისს, მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა... "დიდი...
სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – ექიმის ბინაში ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და ფეკალიებით სავსე კონტეინერები
სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, რომელშიც მოქმედი ექიმ-თერაპევტი ცხოვრობს, ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და...
VIDEO: ვინ დატოვებს პრაიმ ჰაუსს? – მონაწილეები შაბათის ლაივისთვის ემზადებიან – ნახეთ გადაცემის ანონსი
თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა,...
მანქანა ამწედან ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა – შემზარავი შემთხვევა ხულოში
შემზარავი შემთხვევა ხულოში. 25 წლის ბიჭი ავტომობილის შეკეთების დროს დაშავდა. ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. ადგილობრივი ბათუმში, კლინიკა BMC-ში მოათავსეს. დაშავებულს...