ტეხასის სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა – მათგან 19 ბავშვია

ბოლო ცნობებით, სულ მცირე 19 მოსწავლე და 2 ზრდასრული დაიღუპა სამშაბათს ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად.

ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შეიარაღებული პირი სალვადორ რამოსი, სამართალდამცავებმა მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ტეხასის გუბერნატორმა თქვა, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი უვალდის საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლაში წასვლამდე ბებიას ესროლა. ამის შესახებ CNN-ს სამმა წყარომ განუცხადა. 

“რამოსმა, როგორც ვარაუდობენ, ბებიას ესროლა დაწყებით სკოლაში წასვლამდე”, – განუცხადა CNN-ს წყარომ სამართალდამცავი ორგანოდან.

ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სერჟანტმა თქვა, რომ ბებია საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სკოლაში შესვლამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პოლიციამ ის დააკავა, თუმცა სალვადორ რამოსმა გაქცევა შეძლო, სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

Previous post „ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა არის უკიდურესი სიმდაბლე“ – ნანა გეგეჭკორი ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
Next post „ბნელ აბაზანაში კეტავდა.. ერთხელ ფეხშველა ჩაუკეტავს, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე“- რას წერს ჟურნალისტი ოჯახურ ძალადობაზე