„საქმრომ ქორწილის ჩასაშლელად ძარცვის სცენა გაითამაშა, საპატარძლომ გამოძიებას მიმართა” – უპრეცედენტო საქმე, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია იძიებს

“საქმრომ ქორწილის ჩასაშლელად ძარცვის სცენა გაითამაშა, საპატარძლომ გამოძიებას მიმართა” – ეს დაუჯერებელი, თუმცა რეალური ისტორია საბერძნეთში მოხდა. გუშინ, დაზარალებულმა ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. 

“ძარცვის და ცემის სცენის გათამაშებას ჩვენი ქორწინების თავიდან აცილების მიზნით ჩემმა საქმრომ მიმართა“ – ამბობს ქალი, რომელმაც პარტნიორს უჩივლა. 

“თავიდან დავიჯერე, რომ რაღაც დანაშაული მართლაც მოხდა ჩვენი საქორწინო წვეულებამდე ორი დღით ადრე”, – ამბობს ქალი. 

მომხდარის გამო საქორწინო ცერემონიალი, რა თქმა უნდა, გაუქმდა. უცნაური ძარცვა, თითქმის კიბეებზე დარჩენილი პატარძალი და “გაქცეული” საქმრო იმ საქმის მთავარი გმირები არიან, რომელიც 2019 წელს, აგრინოს რეგიონში მოხდა. 

ქალი, რომელსაც მამაკაცი შეუყვარდა და გადაწყვიტა მძარცველების „მსხვერპლთან“ ცხოვრება გაეგრძელებინა, მედია გამოცემას ადვოკატის მეშვეობით ესაუბრა იმ უპრეცედენტო თავგადასავალზე, რომელიც შესაძლოა, ჰოლივუდურ სცენარად იქცეს. როგორც თავად ამბობს, თავს მხოლოდ ღალატის მსხვერპლად გრძნობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქორწინება თავიდან აეცილებინა. პირველად მართლაც დავიჯერე, რომ გაგვძარცვეს, სცემეს და დანაშაული მოხდა. მჯეროდა, რომ ჩემი საქმრო ნამდვილად სცემეს, გაძარცვეს და ვენდობოდი მის მონათხრობს, თუმცა ალბათ, ის რეალურად დამცინოდა.

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული და ტყუილი იყო“, – ამბობს ქალი.

ყველაფერი 2019 წლის მაისში დაიწყო, როცა აგრინოში მდებარე ბინაში ტრილერის სცენა განვითარდა. წყვილის სახლში ორი მამაკაცი შეიჭრა და ერთ-ერთმა საქმრო მოაჯირზე მიაბა, გაკოჭეს, პირი აუკრეს და უგონო მდგომარეობაში დატოვეს. წაართვეს ძვირფასეულობა, ფული და სხვა ნივთები.

მომხდარის გამო მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საკუთარ სახლში იპოვეს და შემდეგ სამკურნალოდ აგრინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთელი ეს სცენა ძარცვის „მსხვერპლის“ ქორწილამდე ორი დღით ადრე მოხდა, ვითარების გამო საიდუმლო გამჟღავნდა. ნაძარცვს შორის იყო საქორწილო საჩუქრებიც.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში, დაზარალებული აგრინოში უშიშროების გამოძიებამ ჩიხში შეიყვანა, წინააღმდეგობაში ჩავარდა და აღიარა, რომ ყაჩაღობის ფაქტი რეალურად მომხდარა. არავის გაუკოჭავს და სახლიდან არავის არაფერი მოუპარავს.

თუმცა, როგორც ის ამტკიცებდა, მისი ცემის ფაქტი სიმართლე იყო, თუმცა ამის მოტივი პოლიციასთან არ დააკონკრეტა. ამტკიცებდა, რომ ყაჩაღობა იმ ეპიზოდის გასამართლებლად გამოიგონა, რადგან შერცხვებოდა პატარძლის ოჯახისთვის სიმართლე ეთქვა – არ სურდა დაქორწინება. 

ამ მოვლენების შემდეგ, პოლიციამ სასიძოს წინააღმდეგ საქმე აღძრა და პროკურორს გადაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ფაქტების გაყალბებისთვის ბრალი წაუყენა. საპატარძლომ კი უჩივლა. 

მრავალი თვის განმავლობაში იგი დარწმუნებული იყო, რომ ძარცვა ნამდვილად მოხდა, რადგან მან სიმართლე არ იცოდა. ქალი ახლა დარწმუნებულია, რომ ინციდენტი ქორწილის ჩაშლის გამო გათამაშდა. 

მამაკაცის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი მომხდარში მართალია. 

“საქმრო აგრინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინის შერყევა დაუდგინეს, ასე, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ მის უდანაშაულობაში”. – ამბობს მამაკაცის ადვოკატი.

Previous post ამინდი მკვეთრად იცვლება – ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი
Next post „მესმოდა მშობლები ამბობდნენ გადავეფაროთო და გადამეფარნენ…“ – ომის დროს დაჭრილი ბავშვის ისტორია კიევიდან