როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

„ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. თბილისში 1 ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის

ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Previous post „მესმოდა მშობლები ამბობდნენ გადავეფაროთო და გადამეფარნენ…“ – ომის დროს დაჭრილი ბავშვის ისტორია კიევიდან
Next post ტრაგედია მარნეულში – მანქანის დაჯახების შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა