მარიკა ბაკურაძე განრისხებულია – „არაფრის ღირსები ჩვენ არ ვართ, გავმწარდი!..“

ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც წალკაში ახლად გახსნილი „ბრილიანტის ხიდის“ მიმდებარედ აქვს გადაღებული. ვიდეოში ის აჩვენებს, როგორ არის დანაგვიანებული უკვე ტერიტორია. შეგახსენებთ, რომ ხიდი მხოლოდ ერთი დღის გახსნილია.

„არაფერი ჩვენ არ გვეშველება, არაფრის ღირსები ჩვენ არ ვართ, გავმწარდი!..“, აღნიშნავს „იმედის დღის“ წამყვანი.

ცნობილი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე ძალიან ხშირად გვხვდება ურნები, სადაც შესაძლებელია ნაგვის მოთავსება, თუმცა დამთვალიერებლები, როგოც ჩანს, ამ ურნებს ნაკლებად იყენებენ.

Previous post VIDEO: ემიგრანტი დედის და 7 წლის უნახავი შვილის შეხვედრა – ნახეთ ემოციური კადრები
Next post „ორი კაცი ვაკეთებთ საჭმელს და გარეთ ქალები  არიან „რაზბორკაში“- „პრაიმ ჰაუსში“ კვლავ დაძაბული ვითარებაა