ნაცემი თამო ვაშალომიძე საქორწილო კაბაში… – ნახეთ თამოს პირველი კომენტარი ვიდეოს ფოტოების გავრცელების შემდეგ

მოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში საკუთარ სურათებს აქვეყნებს, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს, რომ ხმა აიმაღლონ, გამოვიდნენ, მოუყვნენ ეს ყველაფერი პოლიცია, თუ პოლიციას არა და გარშემომყოფებს მაინც, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ მოძალადეებისგან.

“საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იმატა ფემიციდის შემთხვევებმა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. 

მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს მოვუწოდო ქალებს, რომ არასდროს, არავის და არაფრის გამო არ შეურიგდნენ ძალადობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმძიმეს შედეგამდე მივყავართ. 

ყველა, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ნუ დამალავთ, ხმამაღლა თქვით ამის შესახებ. დახმარებისთვის მიმართეთ პოლიციას, შესაბამის ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაცული იყოს შენი უფლებები და ყველაზე მთავარი – შენი სიცოცხლე.”

Previous post „ორი კაცი ვაკეთებთ საჭმელს და გარეთ ქალები  არიან „რაზბორკაში“- „პრაიმ ჰაუსში“ კვლავ დაძაბული ვითარებაა
Next post საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1,184 ლარია, კაცის კი 1,695 ლარი