სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – ექიმის ბინაში ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და ფეკალიებით სავსე კონტეინერები

სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, რომელშიც მოქმედი ექიმ-თერაპევტი ცხოვრობს, ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და ფეკალიებით სავსე კონტეინერები.

“ფორმულას” ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც თვეების განმავლობაში მათ უსუიამოვნო სუნი აწუხებდათ. ბინაში სამართალდამცველებმა გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.

მაშველებმა კარი ძალის გამოყენებით გააღეს, მათ ბინაში არსებული მაცივარი გახრწნილი ხორცით სავსე დახვდათ. ნაპოვნია საეჭვო სითხე, რაც შესაძლოა, სისხლი იყოს.

ბინის მეპატრონე, რომელიც თავდაპირველად ცდილობდა პოლიციელები არ სეეშვა სახლში, მოქმედი ექიმ-თერაპევტია.

შუა ხნის ქალი ამბობს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოასწრო.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ საქმე ეხებოდეს სავარაუდო კანობალიზმს.

ბინა დალუქულია, აღმოჩენილი ხორცი ექსპერტიზაზეა გადატანილი.

Previous post VIDEO: ვინ დატოვებს პრაიმ ჰაუსს? – მონაწილეები შაბათის ლაივისთვის ემზადებიან – ნახეთ გადაცემის ანონსი
Next post „მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან საწყენია…” – გიორგი უშიკიშვილი მოსწავლის გარდაცვალებაზე