
„მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან საწყენია…” – გიორგი უშიკიშვილი მოსწავლის გარდაცვალებაზე
“ყველანი მიყვარხართ მეგობრებო” – ასე დაემშვიდობა ლევან კბილაშვილი ამიერ ცხოვრებას… 5 დღის წინ, 15 ივნისს, მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა…
“დიდი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ყველანი მიყვარხართ მეგობრებო…” – წერდა ლევან კბილაშვილი, ეს მისი უკანასკნელი საჯარო პოსტი იყო.
ის გიორგი უშიკიშვილის ანსამბლში – “ლაშარელაში” მღეროდა. მომხდარზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” სწორედ გიორგი უშიკიშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ლევან კბილაშვილი მოსკოვში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა…
“ახლა თქვენგან გავიგე ეს საზარელი ამბავი… ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა…
ძალიან კეთილსინდისიერი, წესიერი, ნიჭიერი და კარგი მონაცემების მქონე კაცი იყო. ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს ძალიან კარგად ასრულებდა.
ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა უფრო მეტად საწყენია მისი დაღუპვა, რადგან ჩემი მოსწავლე იყო…” – ამბობს გიორგი უშიკიშვილი…
ლევან კბილაშვილი ქართულმა აუდიტორიამ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაიცნო.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი მოსკოვში, სახლში გარდაცვლილი დილით ცოტა ხნის წინ ნახეს…
More Stories
იყიდე და იბატონე: კომპანიის ქსელზე წვდომა დარკვებზე 2000 დოლარად იყიდება
თბილისი, 28 ივნისი. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა შავ ბაზარზე თითქმის 200 რეკლამა გაანალიზეს იმ ინფორმაციის გაყიდვის შესახებ, რომელიც აუცილებელია კომპანიების ინფრასტრუქტურაზე...
VIDEO: ხატია ბუნიათიშვილი იუბილარია – ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს პიანისტი
მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი იუბილარია. მას დღეს 35 წელი შეუსრულდა. ხატიას დღევანდელი დღე ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე თავისმა გუნდმა სპეციალური ვიდეოთი...
სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – ექიმის ბინაში ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და ფეკალიებით სავსე კონტეინერები
სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში – სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, რომელშიც მოქმედი ექიმ-თერაპევტი ცხოვრობს, ნაპოვნია გახრწნილი ხორცი, საეჭვო სითხე და...
VIDEO: ვინ დატოვებს პრაიმ ჰაუსს? – მონაწილეები შაბათის ლაივისთვის ემზადებიან – ნახეთ გადაცემის ანონსი
თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა,...
მანქანა ამწედან ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა – შემზარავი შემთხვევა ხულოში
შემზარავი შემთხვევა ხულოში. 25 წლის ბიჭი ავტომობილის შეკეთების დროს დაშავდა. ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. ადგილობრივი ბათუმში, კლინიკა BMC-ში მოათავსეს. დაშავებულს...
საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1,184 ლარია, კაცის კი 1,695 ლარი
საქსტატმა დღეს ხელფასების შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია. 2022 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,446 ლარი იყო, რაც წინა...