
იქნება თუ არა 2021 წელი ყველაზე ცხელი – მეტეოროლოგები საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებენ

უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ერთი წელი მაინც იქნება რეკორდულად ცხელი, აცხადებს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO), რომელიც დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის კვლევებს ეყრდნობა.
„არსებობს 90%-იანი ალბათობა იმისა, რომ 2021-2025 წლებს შორის, სულ ცოტა, ერთი წელი მაინც იქნება ყველაზე ცხელი დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში“, − ნათქვამია კვლევაში.
ამგვარად, მომავალი ყველაზე ცხელი წლის ტემპერატურა მანამდე ყველაზე ცხელად მიჩნეული 2016 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს და საშუალო წლიური ტემპერატურა 1,5 ცელსიუსით იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო.
სპეციალისტების განმარტებით, კი ტემპერატურის მატება ნიშნავს ყინულების უფრო აქტიურად დნობას, ზღვის დონის აწევას, ექსტრემალურ ამინდებს (პაპანაქება სიცხე) და ასევე სურსათის, ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებაზე ბევრად ძლიერ ზემოქმედებას.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის თემას ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ დედამიწის ტემპერატურამ 2020 წელს რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია 3 მილიონი წლის განმავლობაში.
More Stories
ამოარჩიეთ ადგილი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაშინებთ და ჩვენ გეტყვით დაფარულ ფაქტებს თქვენ შესახებ
შედეგები:1.თუ ყინულის გამოქვაბულში შესვლა გაშნებთ, ემოციურ სითბოს საჭიროებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მოხდენილი გაქვთ, თანხმდებით ყველაფერს, რაც გეძლევათ, კარგად გესმით...
თქვენი ჯდომის მანერა ბევრს იტყვის თქვენს ჭკუასა და ხასიათზე
იმას, რასაც ადამიანი გაუცნობიერებლად აკეთებს, ბევრის მოყოლა შეუძლია მასზე, როგორც პიროვნებაზე. წარმოგიდგენთ ტესტს იმის მიხედვით, თუ ყველაზე ხშირად რა პოზაში...
უმძიმესი ინფორმაცია თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს 70 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა
თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს, 70 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. მამაკაცი სტადიონზე, თელავი- წყალტუბოს გუნდებს შორის მიმდინარე მატჩის დროს, შეუძლოდ გახდა. სასწრაფო-...
გარდაიცვლება დიდი პოლიტიკოსი – იტყვიან, რომ მოკლეს, და ეს მართალი იქნება – ლელა კაკულია
ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, სოციალურ ქსელში 2014 წლის 7 მაისით დათარიღებულ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, სადაც ქართველი პოლიტიკოსის გარდაცვალებაზეა საუბარი,...
ტელეფონით ველაპარაკებოდი როდესაც ეს მოხდა … – ქმარი ეძებს ცოლს, რომელსაც მაიამიში სახლის ჩამონგრევის შემდეგ ვეღარ პოულობენ
ქალი, რომელსაც მაიამიში სახლის ჩამონგრევის შემდეგ ვეღარ პოულობენ, ნგრევის მომენტში ტელეფონით ქმარს ესაუბრებოდა. მაშველებმა 40 წლის კესი სტრატონის პოვნა ჯერ ვერ შეძლეს....
ჭორფლი გაწუხებთ? – ეს ხალხური რეცეპტები თქვენთვისაა
რაც თავი მახსოვს, სახე სულ დაჭორფლილი მაქვს. ეს ძალიან მაწუხებდა და წამოვიზარდე თუ არა, ჭორფლთან ბრძოლა დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში...