”დედას ორი შვილი გაუჩენია და ორივე გაუშვილებიათ.” – შვილებმა (და-ძმამ) ერთმანეთი წლების შემდეგ იპოვეს. სულისშემძვრელი ვიდეო

ახლახანს ფეისბუქ ჯგუფში ”ვეძებ” ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, და-ძმამ ერთმანეთი იპოვა, ვიდეო ძალიან ემოციური იყო. პოსტს და ვიდეს უცვლელად გთავაზობთ:

“კარგი ამბავი მაქვს მოკლედ დიდი ხანია მინდა გახაროთ, მაგრამ სიახლეები არადა არ ილეოდა. ერთ დღეს აქ ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დაწერა, რომ ეძებდა დედას ხოდა გადავწყვიტე დავხმარებოდი, რათქმაუნდა გამზრდელი დედა ეხმარებოდა სიმართლის გარკვევაში♥️♥️ და მადლობა მას♥️ მოკლედ ისეთი ადვილიც არ აღმოჩნდა მშობლების პოვნა.

ბევრი დედის მოსახელე ვიპოვეთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ერთი მადლიანი ბიჭის დახმარებით სწორ გზას დავადექით და ვიპოვეთ როგორც აღმოჩნდა დედას საყვარელი მამაკაცისგან გაუჩენია ორი შვილი და ორივე გაუშვილებიათ. ერთი გოგონა და მეორე ბიჭი. მამამ არ იცოდა და როცა გაიგო ეძებდა მაგრამ უშედეგოდ ( სამწუხაროდ გარდაცვლილია) დავიწყეთ ძმის ძებნა. ეს დისთვის იყო შოკისმომგვრელი! ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი ვეძებეთ და ვიპოვეთ!!!!!

გიორგი საბერძნეთში იზრდებოდა და ორი წელია რაც საქართველოშია. იცით რამხელა სიხარულოა დღეს მათ გულებში? იცით როგორი ბედნიერები არიან? დედმამიშვილებმა უფლის წყალობით ერთმანეთი იპოვეს♥️ ორივეს არაჩვეულებრივი გამზრდელი მშობლები ყავთ და მადლობა მათ♥️♥️ დედის მხარემ უარყო, მაგრამ მამის ხალხმა სიხარულით მიიღეს და ახლა აი ამ წუთებში მამის სახლში მიდიან კიდევ ორი ძმის გაასაცნობად♥️♥️♥️♥️ მინდოდა გამეზიარებინა ეს ამბავი თქვენთვის! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდის ადმინებს♥️♥️♥️ ელე ლა George G. Popkhadze”

Previous post გორში შეყვარებულ წყვილს მანქანა დაეჯახა – 19 წლის ბიჭი შეყვარებულ გოგოს გადაეფარა და დაიღუპა
Next post როგორ სახლში ცხოვრობს შორენა ბეგაშვილი? – “რომ არ ვყოფილიყავი მსახიობი, ვიქნებოდი ინტერიერის დიზაინერი”