ქალი, რომალმაც10 ტყუპი გააჩინა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა, რითაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ფაქტის შემდეგ, ქალი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მასზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც The New Yourk Times- ი წერს, ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

37 წლის გოსიამე სიტჰოლი უკვე დიდი ხანია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი ქმარი ამტკიცებს, რომ ქალი მშობიარობის მერე მასთან კონტაქტზე არ გამოდის და ვარაუდობს, რომ ბავშვები საერთოდ არც გაუჩენია.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ქალი ორსულად არ ყოფილა. მუცელზე არ აქვს არც ნაჭრილობევი, რომელიც საკეისრო კვეთის ჩატარებას მიანიშნებდა.

ქალის ადვოკატი, რეფილოე მოკოენა ამტკიცებს, რომ სიტჰოლი ახლა მისი ნების წინააღმდეგ არის გამოკეტილი საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

“მთხოვა, გავყოლოდი საავადმყოფოში. როდესაც მივედით, ექიმებმა ის პირდაპირ მე-14 პალატაში წაიყვანეს, რომელიც ფსიქიატრიულ განყოფილებაში მდებარეობს და მითხრეს, რომ ადვოკატს იქ შესვლის უფლება აღარ აქვს,” – განაცხადა მოკოენამ.

მას შემდეგ, რაც სიტჰოლმა განაცხადა, რომ 10 ტყუპი გააჩინა, მისი ქმარი, ტებოგა ცოტეცი ბავშვებისა და ქალის მონახულებას ცდილობდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ტყუპებსაც ვერსად მიაგნო. კაცის ოჯახმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია :

“ოჯახი ვერ დაიჯერებს, რომ ტებოგო ცოტეცისა და გოსიამე სიტჰოლის ბავშვები დაიბადნენ, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება”.

10 ტყუპის გაჩენას ვერც ექიმები ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებაში ქვეყნის არცერთი სამედიცინო დაწესებულებიდან არ შესულა 10 ტყუპის დაბადების შესახებ ინფორმაცია.

Previous post “გული მაქვს მკვდარი“ – 18-წლიანი მუშაობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა ცხოველების მიღება შეწყვიტა
Next post საოკუპაცო რეჟიმის მიერ დატყვევებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა