საოკუპაცო რეჟიმის მიერ დატყვევებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც ბებუები აცხადებენ, ირაკლის ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა და დაკავების შემდეგ სამედიცინო შემოწმება არ გაუვლა.

“ირაკლი 8 თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება, მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. […] ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მას აწუხებს თავის ძლიერი ტკივილები. ჟენევის კონფერენციაზე ვამყარებთ ოჯახი დიდ იმედებს, რომ ირაკლი გათავისუფლების თემა იქნება მკაცრად დაყენებული”,- აცხადებს დაკავებულის ნათესავი, თამარ ბებუა​.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა ოკუპირებული გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკვეს.

Previous post ქალი, რომალმაც10 ტყუპი გააჩინა, ფსიქიატრიულში მოათავსეს
Next post სოფო ნიჟარაძე შვილის ახალ სურათებს აქვეყნებს