„ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. სახელებს გზადაგზა ვარჩევდით” – გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

39 წლის მიხეილ კაპერსკისა და 31 წლის თეონა გოგოლაურის წყვილს უდიდესი ბედნიერება ხვდა წილად, ისინი 4 შვილის მშობლები ერთდროულად გახდნენ. ახალციხეში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინათ. პატარებს სახელად დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს.

დე­დამ ბავ­შვე­ბი სა­კე­ის­რო კვე­თით კლი­ნი­კა “პი­ნე­ო­ში”, თბი­ლის­ში გა­ა­ჩი­ნა.

“მე და თეომ ოჯახი 2019 წლის ნოემბერში შევქმენით. ახალციხეში ვცხოვრობთ. როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპი უნდა გვყოლოდა, თან 4, უზომოდ გაგვიხარდა, უდიდესი ემოცია გამოიწვია, რადგან დავითის, დანიელის, მაქსიმესა და მართას დაბადებით გავხდით მშობლები. ჩემი მეუღლისთვის ეს პირველი ორსულობა იყო. მალევე გავიგეთ ექოსკოპიაზე, რომ ტყუპი ბავშვები გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, სიხარულით ავივსეთ, თუმცა ვნერვილობდით, გვეშინოდა, ბავშვების შენარჩუნების პრობლემის წინაშე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით.

სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა. ახლა იმას ველოდებით, მალე გამოწერონ დედა და პატარები სახლში.

დეკემბრის თვიდან მოყოლებული “პინეოში” დავდიოდით და არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება კლინიკისა და იქაური მედპერსონალის მიმართ. ძალიან კარგი გინეკოლოგის ხელში აღმოჩნდა თეონა.

სახელებს გზადაგზა ვარჩევდით. ბიჭებისთვის სახელების მოფიქრება, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა”, – განაცხადა მიხეილ კაპერსკიმ “კვირის პალიტრასთან”.

Previous post სოფო ნიჟარაძე შვილის ახალ სურათებს აქვეყნებს
Next post “სანდრო 5 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს… ვუხსნიდი, რომ მამის სული უკვდავია, არ ვიცოდი როგორ უნდა გამეზარდა მარტოს ბავშვი“ – ხათუნა ჩხაიძე გიორგი სანაიას მკვლელობის მძიმე დეტალებს იხსენებს