• ოთხ. ნოე 24th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ბერძენ პილოტს, რომელიც ცოლის მკვლელობას ქართველს აბრალებდა, მამობის უფლება ჩამოართვეს

ბერძენ პილოტს, ბაბი ანაგნოსტოპულოსს, რომელიც 20 წლის მეუღლის, კაროლაინ კრაუჩის მკვლელობას საქართველოს მოქალაქეს აბრალებდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკუთარ ერთი წლის ქალიშვილზე მშობლის უფლებები დროებით ჩამოერთვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ერთი წლის ლიდიაზე მეურვეობა ოფიციალურად კაროლაინის დედას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის პილოტის მშობლებს შვილიშვილის ნახვა თვეში მხოლოდ 5 ჯერ შეეძლებათ.

ბაბი ანაგნოსტოპულოსმა, რომელიც მანამდე ახალგაზრდა ცოლის მკვლელობას ქართველ ბოროტმოქმედებს აბრალდებდა, დანაშაული მკვლელობიდან მე-6 კვირას აღიარა.

როგორც ბრალდებულმა აღიარა, 20 წლის კრაუჩი 11 მაისს ქალიშვილის თვალწინ დაახრჩო მას შემდეგ, რაც მათ იკამათეს და მეუღლე დაშორებით და ბავშვის წართმევით დაემუქრა.