
გიორგი გახარია: მივდივარ იქამდე, რომ “ნაცები” ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას “ოცნება” არც და ვერც გააკეთებს

გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება.
„ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესებს სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.
მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“.
More Stories
„ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ გონია პრემიერი…“ – მდინარაძე სააკაშვილზე
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება: „ეს სად ჩამოდის,...
„სპორტსმენების დიდი ნაწილი მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება“ – ზურაბ ჯაფარიძე
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მიერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გორის მერობის კანდიდატად დასახელებას სოციალური ქსელით ეხმაურება....
ლაშა შავდათუაშვილის ფინალის დროს პარლამენტის სხდომა ხუთი წუთით შეწყდება
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის ფინალში ასპარეზობის დროს პარლამენტის სხდომა ხუთი წუთით შეწყდება. აღნიშნული საკითხი პლენარულ სხდომაზე...
ნინა კობახიძე მიხეილ სააკაშვილს: პირი გამოირეცხე ჩემ სახელს რო ახსენებ შენ ქლიავო!
პირი გამოირეცხე ჩემ სახელს რო ახსენებ შენ ქლიავო! 🙂 აუცილებლად ვიყიდ მანჰენეტზეც, საკუთარი შრომით! ყველას დაგპატიჟებთ 🤣, – ასე მიმართავს...
“ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამჯერად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა. სამშობლოში ჩასვლის ზუსტ თარიღს სააკაშვილი არც...
როგორ მოახერხა გახარიამ საშინელი პანდემიის დროს საფრანგეთში ნახევარმილიონიანი ბინის შეძენა? – ექსპრემიერის პირველი კომენტარი
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თავისი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ კითხვას პირდაპირ ეთერში უპასუხა. მმართველი გუნდის წევრების მიერ ხშირად დასმულ კითხვას...