• კვი. ნოე 28th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

უმძიმესი ინფორმაცია თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს 70 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა

თელავში, ფეხბურთის მატჩის დროს, 70 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა.

მამაკაცი სტადიონზე, თელავი- წყალტუბოს გუნდებს შორის მიმდინარე მატჩის დროს, შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, მისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მატჩზე მყოფმა გულშემატკივრებმა სცადეს.

შემთხვევის მომსწრეების ინფორმაციით, გარდაცვლილს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.

ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გულშემატკივრის გარდაცვალების რეალურ მიზეზს, ექსპერტიზა დაადგენს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი