„სიგიჟემდე მიყვარხარ“ – რიონში ნაპოვნი კაცის ბოლო წერილი და თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივი

მდინარე რიონში დაკარგული 27 წლის ნიკა ანთიძის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.

ოჯახის ადვოკატმა, რამდენიმე დღის წინ შეტყობინება გაასაჯაროვაო, რომელიც მისივე თქმით, დაკარგულმა მამაკაცმა “ფეისბუკის” ერთი გვერდიდან მეორეზე საკუთარ თავს გადაუგზავნა.

“არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ,” – წერდა ანთიძე. ადვოკატის მტკიცებით, ამავე წერილში ის მთავრობას რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო აკრიტიკებს და წერს, რომ საქართველო გაყიდეს.

“მობილურ ტელეფონში ჰქონდა მესენჯერი, სადაც გააგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდგომ ეს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს და ოჯახში რომ გახსნეს მისი მეორე ტელეფონი თუ კომპიუტერი, იქ აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როდესაც ის გადახტა მდინარე რიონში.

შექმნილი გვერდი აქვს რაღაც ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

Previous post ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის – ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით
Next post როგორ დატოვა 1 თვის ჩვილი გოგონა დედამ სამების ტაძარში? – ფაქტის ამსახველი კადრები უკომენტაროდ სოციალური ქსელიდან