“კამერის წინ გაშიშვლება აიძულა…ბავშვს მოწერა, აუცილებლად კაბა ცმოდა, რომ ადვილად ვქნათ ყველაფერიო” – პედოფილიის შემზარავი ფაქტი საქართველოში

პედოფილიის შემზარავი შემთხვევა საქართველოში – 18 წლის მამაკაცი 10 წლის გოგონაზე ძალადობდა. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მსხვერპლის სახელითა და გვარით ყალბი ფეისბუქ ანგარიში შექმნა, ამის შემდეგ კი მოზარდთან კონტაქტი დაამყარა.

სექსუალური შინაარსის საუბარი 18 წლის მოძალადემ მე-5 კლასელთან რამდენიმედღიანი მიმოწერის შემდეგ დაიწყო. ბავშვის ნდობის მოპოვების შემდეგ მას ინტერნეტში მოძიებული ქალის შიშველი ფოტოები გაუგზავნა და მსხვერპლსაც მიმოწერის სოციალურ ქსელში გასაჯაროების მუქარით იმავეს აიძულებდა.

ამის შემდეგ მოძალადემ გოგოს ვიდეო თვალით კონტაქტი და კამერის წინ გაშიშვლება აიძულა. მოგვიანებით კი, რამდენჯერმე მიღებული უარის შემდეგ, მამაკაცმა მსხვერპლს პირადად შეხვედრა მოსთხოვა. შეშინებულმა მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას უამბო. ამის შემდეგ მამაკაცთან მიმოწერა შვილის სახელით თავად დედამ განაგრძო. პედოფილის გამოვლენის მიზნით კი მას შეხვედრაზე დათანხმდა.

“მივწერე, სად და როდის შევხვდეთ მეთქი, რაზეც მოსწერა, რომ სკოლასთან მისულიყო 4 საათზე, წაიყვანდა, სქესობრივი ხასიათის მოქმედებებს ექნებოდა ადგილი. შემდეგ კიდევ გააგრძელა მოწერა და უთანხმდებოდა საათზე და იმაზე, რის გაკეთების უფლებას მისცემდა, პერიოდულად ახსენებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოებს დადებდა. ცოტა მოგვიანებით მოსწერა, რომ აუცილებლად კაბა ცმოდა, რომ ადვილად ვქნათ ყველაფერიო,” – ამბობს დედა.

მოძალადესთან შეხვედრამდე დედამ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ, 18 წლის მამაკაცი კი ფაქტზე დააკავეს.

საქმეზე უკვე იმსჯელა მოსამართლემ, რომელსაც პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შემდეგ გადაწყვეტილების გამოტანა არ გასჭირვებია. ძალადობის, გარყვნილო ქმედებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენების ფაქტზე 18 წლის მამაკაცს პატიმრობა 12 წლით მიესაჯა.

Previous post როგორ ცხოვრობენ ივანიშვილები კორეაში – ბერა ფოტოებს აქვეყნებს
Next post ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“