კარგი ამბავი მაქვს მეგობრებო, ყველა გამოვშტერდებით – ნათია ფანჯიკიძე

ფქისოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“კარგი ამბავი მაქვს მეგობრებო, პანდემია საბოლოოდ მაინც რადგან ყველას შემოგვიტევს, აბსოლუტურად ყველა გამოვშტერდებით და სხვების სიშტერე ნერვებს აღარ მოგვიშლის და აი მაშინ გავხდებით ბედნიერები, რადგან ბრაზის საფუძველი გამოგვეცლება და მთელი პლანეტა ვიცხოვრებთ ერთ დიდ მეგობრულ, ცოტა შტერ, მაგრამ კარგი გულის ოჯახად.
ცივილიზებული უცხოპლანეტელები თავიანთ შვილებს ტელესკოპში გამოახედებენ და ეტყვიან, ნახე მამიკო/დედიკო, უტვინოების პლანეტა რა ლამაზია, გადასარევი ბუნება აქვთ”,
 – წერს ფანჯიკიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე. მათივე ინფორმაციით, ინტელექტის დაქვეითება გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება და მათაც ეხება, ვინც COVID-19 მსუბუქად გადაიტანა.

Previous post ვაქცინირებული ხართ, მაგრამ მაინც ინფიცირდით – როგორ ხდება ეს? – The Washington Post
Next post ძალიან კარგი ამბავი! – ერთ დღეში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა