• სამ. დეკ 7th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან – რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი 11 მა­ისს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს:

  • გა­სუ­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის ანა­ლი­ზი

სა­ნამ 11 მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, მა­ნამ­დე გა­დავ­ხე­დოთ წინა, 12 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდს და ერ­თგვა­რი ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ.

გა­სუ­ლი, 12 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში იყო და რო­გორც დავ­წე­რე წინა პროგ­ნოზ­ში, ის “აგ­რე­სი­უ­ლი” და ხი­ფა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ასეც მოხ­და. გა­სუ­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე “ხმა­უ­რი­ა­ნი” მოვ­ლე­ნა იყო:

• ხან­ძა­რი და აფეთ­ქე­ბა ბაღ­და­დის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში (მსხვერ­პლი: 82 ადა­მი­ა­ნი);

• ჭყლე­ტა ის­რა­ელ­ში ლაგ ბა-ომე­რის დღე­სას­წა­ულ­ზე (მსხვერ­პლი: 45 ადა­მი­ა­ნი);

• ინ­დო­ნე­ზი­ი­ის კუთ­ვნი­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ჩა­ძირ­ვა კუნ­ძულ ბა­ლის­თან (მსხვერ­პლი: 53 ადა­მი­ა­ნი);

• ბრა­ზი­ლი­ა­ში პო­ლი­ცი­ა­სა და ნარ­კო­კარ­ტელს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა (მსხვერ­პლი: 22 ადა­მი­ა­ნი), რა­საც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უდი­დე­სი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა;

• ინ­დო­ეთ­ში კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბის პიკი (მხო­ლოდ 24.04. -08.05 შუ­ა­ლედ­ში 5,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა);

• ევ­რო­პი­სა და რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ომი.

  • მო­სა­ლოდ­ნე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც 11 მა­ისს (თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე) იქ­ნე­ბა. ეს ახალმთვა­რე­ო­ბა წინ უს­წრებს მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის “დე­რე­ფანს” (მთვა­რე – 26 მა­ისს, ხოლო მზის – 10 ივ­ნისს დაბ­ნელ­დე­ბა). ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მსგავ­სი პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს არის ასე ვთქვათ, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის წინა, “მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი” პე­რი­ო­დია (თუ ახალმთვა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით უკვე ექ­ვსთვი­ა­ნი პე­რი­ო­დის მო­სა­ლოდ­ნელ ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მი­ნი­მუმ 2021 წლის ნო­ემ­ბრამ­დე შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ თუ ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე.

  • ახალმთვა­რე­ო­ბა და მსოფ­ლიო

11 მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქოს 22-ე გრა­დუს­ში იქ­ნე­ბა. ეს მი­ა­ნიშ­ნებს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბას და ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბას. ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა. წინ წა­მო­ი­წევს ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, აშ­კა­რა გაჩ­ნდე­ბა კრი­ზი­სის ნიშ­ნე­ბი, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­დექ­სე­ბის დაბ­ლა და­წე­ვა ან სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ­დნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეკო­ნი­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იმარ­თოს, რის­კზე წას­ვლა გო­ნივ­რუ­ლად უნდა მოხ­დეს, რად­გან წინ­და­უ­ხე­დავ ნა­ბი­ჯებს ეკო­ნო­მი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში თუ კო­მერ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­მენ­ტა­ლუ­რი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა.

ეს ახალმთვა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბის­თვის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის:

• ჩრდი­ლო­ე­თი ამე­რი­კა: ჰა­ვაი, ალი­ას­კა და კა­ლი­ფორ­ნია;

• სამ­ხრეთ ამე­რი­კა: ბრა­ზი­ლია;

• ევ­რო­პა: ჩრდი­ლო­ეთ ინ­გლი­სი, შოტ­ლან­დია და სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი;

• აფ­რი­კა: სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, ბოსტვა­ნა, ზიმ­ბაბ­ვე, ზამ­ბია, ტან­ზა­ნია, კე­ნია, ეთი­ო­პია, ჯი­ბუ­ტი, მა­და­გას­კა­რი;

• აზია: იე­მე­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თი, ირა­ნი, რუ­სე­თი (ციმ­ბი­რი, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი), თურ­ქმე­ნე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, აღ­მო­სავ­ლეთ ავ­ღა­ნე­თი, და­სავ­ლეთ პა­კის­ტა­ნი, აღ­მო­სავ­ლეთ ნე­პა­ლი, ინ­დო­ე­თი, ია­პო­ნია (ჰო­კა­ი­დო, ჩრდი­ლო­ეთ ჰონ­სიუ)

• ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი

  • ახალმთვა­რე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლოს მუნ­და­ნურ ჰო­როს­კოპ­ში ეს ახალმთვა­რე­ო­ბა მე-11 სახ­ლში იქ­ნე­ბა, ამი­ტომ უახ­ლე­სი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი სი­ახ­ლე ვი­ხი­ლოთ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში, არა­მედ სა­ქა­ლა­ქო და სა­სოფ­ლო მუ­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ან ივ­ნი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნი­დან საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ვი­ზი­ტიც ვი­ხი­ლოთ.