• შაბ. ნოე 27th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ყაზახი ქალი ორმა კაცმა აივნიდან გადააგდო – ახალი დეტალები საქმეზე

ახალი დეტალები 26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე – საქართველოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ყაზახმა კაცმა “მთავარ არხს” ექსკლუზიურად მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც წყარო აცხადებს, რომ აისელ აიტპაევა საცხოვრებელი სახლის აივნიდან ორმა კაცმა გადააგდო.

ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა დანაშაულის ადგილას, მოპირდაპირე კორპუსის მცხოვრებლებმა გადაიღეს.
ყაზახეთის მოქალაქე ამბობს, რომ მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთ მოქალაქეს შეხვდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა, თუმცა ვიდეოს გადმოცემაზე უარი განაცხადა.

ვიდეომასალის არსებობასა და სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს ადასტურებს წყაროს მიერ გადმოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, რომელშიც საუბარია 26 წლის აისელ აიტპაევას გაუპატიურებასა და აივნიდან ჩამოგდებაზე. აუდიომასალის მსგავსად, შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ფაქტს არაერთი თვიმთხილველი ჰყავს.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილი გოგოს დედა, რომელიც თბილისში გუშინ ღამით ჩამოვიდა. აისუსუ აიტპაევა გაუპატიურებასთან და ძალადობასთან ერთად არც ტრეფიკინგის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მურად მეირბეკოვმა მისი შვილი მანქანის სანაცვლოდ ქართველს მიჰყიდა. გარდაცვლილის დედა დღეს პოლიციაში საქმის მასალებსაც გაეცნო, რის შემდეგაც გვამის ამოცნობის პროცედურას დაესწრება.

რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი ქალი – იყო ეს თვითმკვლელობა თუ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკველობა. ამ კითხვებს პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. პროკურატურამ უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა შესაძლო ტრეფიკინგის შემთხვევაც. 26 წლის აისელ აიტპაევას კი სავარაუდოდ ხვალ ყაზახეთში გადაასვენებენ.