• სამ. ნოე 23rd, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს ნაბიჭვარი კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს

„ფეისბუქის“ მომხმარებელი მახო დარუბანდელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ როდესაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, უცნობმა მამაკაცმა მისი ველოსიპედის მოპარვა სცადა.

„თურმე მპარავს, სადღაც სარეცხის მილზე ვარ ასული, ცრემლებს ვერ ვიკავებ ისე ვიღებ, ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს ნაბიჭვარი კი მიასეირნებს, ქურდობა ჯანდაბას, ვის არ მოგვიპარავს, მაგრამ ამ დროოოს? ფუ ბლუნ. ცოტა ნერვებიც მომიშალა და ჩამერთო ქუთაისური“, – წერს მახო დარუბანდელი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება