• შაბ. ოქტ 23rd, 2021

სამეფო კობრას დაჭერა გველების დამჭერს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და იძულებული გახდა ხელი გაეშვა(ვიდეო)

ინდოეთში გველების მრავალფეროვნების დეფიციტი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით ცნობილია სამეფო კობრა რომელიც აგრესიით მხოლოდ ერთი პერიოდი გამოირჩევა, როცა შეწყვილების დროა. სხვა დროს ქვეწარმავლების ეს სახეობა საშიში არაა თუ მას ფეხს არ დააბიჯებთ ან მის დაჭერას არ შეეცდებით. გველი გამოირჩევა სხვა გველებისაგან კისრის აპკების აფრებივით გაბერვით საფრთხის დროს, ასეთ დროს ქვეწარმავალი ყალყზე დგება და ცდილობს მოწინააღმდეგეს უკბინოს, მისი შხამი კი იმდენად ძლიერია თუ დროზე არ იქნა ადამიანისთვის კბენის შემთხვევაში ანტიდოტი გამოყენებული ადამიანი შინაგანი სისხლდენით იღუპება.

საბედნიეროდ ინდოეთის მოსახლეობამ, მათ შორის ბავშვებმაც კარგად იციან ყველაფერი სამეფო კობრაზე და ასევე იციან თუ როგორ დაეხმარონ დაზარალებულს კბენის შემთხვევაში, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.
ინდოეთში მშენებარე სახლის წინ სახლის პატრონმა სამეფო კობრა შეამჩნია და გველების დამჭერს შეეხმიანა, რომელიც შემთხვევის ადგილზე პრიმიტიულად აღჭურვილი მივიდა, არავითარი სპეციალური ტანსაცმელი და გველის დასაჭერი ბადე, მას ხელთ მხოლოდ იატაკის საწმენდი ხელჯოხის მსგავსი მოკლე ხელჯოხი ჰქონდა თან.

მიუხედავად ამისა მან სახლში შემავალ კობრას კუდში სტაცა ხელი და გარეთ გამოთრევა დაუწყო, სწორედ ამ დროს მოუტრიალდა მას ყალყზე მდგომი სამეფო კობრა, რომელსაც კისრის აბკები გემის აფრებივით ჰქონდა გაბერილი და თავდაცვისათვის და თავდასხმისათვის ამით მზადყოფნა გამოხატა.
შეშინებულმა მამაკაცმა კი შიშით გველის კუდს ხელი გაუშვა და ხელჯოხიც მოისროლა.
მოგვიანებით გველი მისმა სამსახურმა უკვე ეკიპირების გამოყენებით დაიჭირა და დასახლებულ პუნქტს მოაშორა.