• შაბ. ოქტ 23rd, 2021

„პატივს ვცემ ჩემს ორივე მეუღლეს“ – რას ჰყვება გიორგი ვარდოსანიძე პირადზე?

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ „სარკის“ მიერ პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. ის ორჯერ გახლდათ დაქორწინებული, პირველად ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე, მეორედ – ასაკით შედარებით უფროს ქალბატონზე. ორივე ქორწინება დაშორებით დასრულდა…

„პატივს ვცემ ჩემს ორივე მეუღლეს, შესანიშნავი გრძნობები მაკავშირებდა მათთან, მაგრამ დამთავრდა. შევინარჩუნეთ კარგი, მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან. მეტს ვერაფერს

გეტყვით. მოვა ის დრო, როცა კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები, ნელ-ნელა მივდივარ აქეთკენ, მაგრამ არსად მეჩქარება…“