• შაბ. ოქტ 23rd, 2021

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციებიდან რეალობამდე – პატრულის ავტომობილი ჭიშკარს წამოეცვა (ფოტოები)

ავტოავარია სუფსაში – საპატრულო პოლიციის მანქანა ამოყირავდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ჭიშკარს დაეცა.

pia.ge-ს ინფორმაციით, მანქანას საბურავი დაუზიანდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.