• შაბ. ოქტ 23rd, 2021

ნუ მიგვიყვანთ იმ ზომამდე, რომ პოლიტიკაში მოვიდეთ და თუ პოლიტიკაში მოვალთ, ჰაერში აგწევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ნათია მეგრელიშვილი უკმაყოფილოა ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას არ უერთდებიან.

„მე ვარ ძალიან გულნატკენი ოპოზიციისგან, რადგან ოპოზიციამ განაცხადა უარი მივიდეს მიტინგზე, რომელიც მიშას სახელთან არის ასოცირებული. უბრალოდ მინდა გკითხოთ- თქვენ რომ დაგიჭირონ, თქვენს დასაცავ მიტინგებზე არ მოვიდეთ? ხომ ამბობთ, რომ არ გცალიათ, არჩევნები გაქვთ. ჩვენც ასე ვიტყვით- არ გვცალია“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან ასევე 30 ოქტომრის არჩევნებზეც ისაუბრა.

„ორი გზა გვაქვს- განვითარებისკენ, ცივილიზაციისკენ და 3+3-ისკენ, საითაც გინდათ, იქით აირჩიეთ. ხელისუფლებას ვურჩევ, ამჯერად გაყალბებას თავი მოარიდოს, რადგან ახლა სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. ოპოზიციასაც ვურჩევ, ძალიან მამლებივით ნუ მოიქცევიან და მართლა დაიცვან ხმები. და საერთოდ, ნუ მიგვიყვანთ იმ ზომამდე, რომ ჩვენ, ვინც უკვე პენსიაზე ვართ, ვისაც მშვიდი ცხოვრება გვინდა, შემოვტრიალდეთ ისევ და პოლიტიკაში მოვიდეთ. აი ჩვენ თუ პოლიტიკაში მოვალთ, ჰაერში აგწევთ“,-განაცხადა ნათია მეგრელიშვილმა.