• შაბ. ოქტ 23rd, 2021

ნახეთ ვინ არის წალენჯიხაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი

წალენჯიხის გზაზე, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილო მოტოციკლის მძღოლი 30 წლის ანთიმოზ ზარანდიაა. მასთან ერთად მყოფი ზაზა ციმინტია კი წუხელ რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლზე ორი ახალგაზრდა იჯდა.

„ანთომოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღელე და ემიგრაციაში მყოფი დედა დარჩა. უბედური ოჯახი ყოფილა. ანთიმოზი კეთილშობილი ბიჭი იყო,ყველას ეხმარებოდა… რა ცოდვაა დედამისი, რომელიც ემიგრაციაში იგებს შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას“, – გვეუბნებიან მეზობლები.

შეგახსენებთ, გუშინ მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. ასევე მძიმედ დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-დახმარების ბრიგადები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.