• ხუთ. ნოე 25th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

“ციხეში რომ რამე დაემართოს სააკაშვილს, ივანიშვილი ერთმნიშვნელოვად საძულველ პერსონაჟად დარჩება ისტორიისთვის” – ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში არსებულ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში რამე გამოუსწორებელი დაემართება, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ერთმნიშვნელოვად საძულველ პერსონაჟად დარჩება ისტორიისთვის.

“სინამდვილეში, ახლა ორი მთავარი პოლიტიკური (ან პოლიტიკის) ტყვე გვყავს საქართველოში:
ივანიშვილი – როგორც იმ რეალობის ტყვე, რომელიც სააკაშვილმა შეუქმნა თავისი ექსტრემალური და ეგზისტენციალური გადაწყვეტილებით და თავად სააკაშვილი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელბით, პოლიტიკურ ტყვეობაშია
ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ივანიშვილის მექანიზმი: ის მორალურად შიგნავს პოლიტიკოსს და გადაღეჭილსა და ავტორიტეტისგან დაცლილს, შიგნეულობა-გამოცდილილი თოჯინასავით აგდებს უფუნქციობის ნაგავსაყრელში…
აქ კი რთული რეალობაა, რადგან მოშიმშილე სააკაშვილს ბრძოლა ისეთ სიბრტყეში გადაყავს, სადაც ივანიშვილი a priori წაგებულია – ოღონდ ამის საფასური მოშიმშილეს ჯანმრთელობა და სიცოცხლეა…
ივანიშვილს ფაქტობრივად სივრცეც კი არ რჩება მანევრირებისთვის.
ამრიგად, დრო შესაძლოა მისთვის უფრო შეზღდული იყოს, ვიდრე სააკაშვილისთვის.


სააკაშვილმა, ასე ჩანს, უმთავრესი დადო სასწორზე (ის მშრალად შიმშილობს), ივანიშვილმა კი სასწრაფოდ უნდა მოფიქროს რამე, რაკი ღმერთმა ნუ ქნას, ციხეში რომ რამე გამოუსწორებელი დაემართოს მესამე პრეზიდენტს, ის, ანუ ივანიშვილი, ერთმნიშვნელოვად საძულველ პერსონაჟად დარჩება ისტორიისთვის. ამას მას ისინიც კი არ აპატიებენ, ვისაც სააკაშვილი სძულთ, რადგან პრეზიდენტის სიკვდილი ისტორიული კოშმარი და ტრავმაა.
შესაძლოა ბრძოლის ასეთი ფატალური მეთოდი არაადეკვატურიც კი იყოს 21-ე საუკუნისთვის, მაგრამ ქართული პოლიტიკური პარადიგმისთვის უჩვეულო ნამდვილად არაფერი ხდება: პინაზე ისევ ან ყველაფერი, ან არაფერია…
წამზომი სინამდვილეში ივანიშვილისთვისაა ჩართული”, – წერს ბუღაძე.